top of page



CEA-ს კლუბების საჩვენებელი აქტივობები
თანამედროვე განათლების აკადემიაში საგანმანათლებლო კლუბების გამოფენა გაიმართა. თითოეულმა კლუბმა მოსწავლეთა მუშაობის შედეგი წარმოადგინა, რომლის დასათვალიერებლადაც მშობლები მოიწვიეს. გამოფენაში მონაწილეობდნენ კლუბები: „მარჯვე ხელები“, „ჭადრაკი“, „ქარგვა“, „შემოქმედების სახელოსნო“, „პატარა კინოსტუდია“ და „სამაგიდო თამაშები“. „მარჯვე ხელებს“ აკადემიის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თინათინ ლომსაძე ხელმძღვანელობს. გამოფენაზე კლუბმა მოსწავლეთა ნამუშევრები წარმოადგინა. აღნიშნულ კლ


CEA-ს მოსწავლეებს სტიპენდია დაენიშნათ
თანამედროვე განათლების აკადემიის VIII ა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გუნდურ-ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“, საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს, აკადემიის სტიპენდიანტები გახდნენ! 2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში: დემეტრე ჭუმბურიძეს, ნიკოლოზ ყაზარაშვილს, გიორგი ხატიაშვილს, იოსებ მანიჟაშვილსა და ელენე კანდელაკს, აკადემიისგან ყოველთვიური სტიპენდია - 150 ლარი დაენიშნათ. სტიპენდიის გარდა, მოსწავლეები აკადემიის ღირსეულად წარდგენისთვის მადლ


CEA-ს გუნდმა შეჯიბრში - "ტვინების ბრძოლა" პირველი ადგილი მოიპოვა
პირველი ადგილი საქართველოს მასშტაბით - თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებულია! VIII ა კლასის გუნდმა, სახელწოდებით “Smeg”, შემოდგომის სეზონის „ტვინების ბრძოლის“ ოთხივე ეტაპი წარმატებით გადალახა და U8 ასაკობრივ კატეგორიაში საპატიო პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური შეჯიბრის მიმდინარე სეზონზე, სამივე ასაკობრივ კატეგორიაში, სულ 879 სკოლის 3590 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული მოსწავლეები, ჯილდოს სახით, ზამთრი
bottom of page

