top of page



თანამედროვე განათლების აკადემიამ IB სადიპლომო პროგრამის (DP) კანდიდატის სტატუსი მოიპოვა
თანამედროვე განათლების აკადემია IB სადიპლომო პროგრამის (DP) კანდიდატი სკოლაა. IB DP მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და აკადემიური დამოუკიდებლობის განვითარებაში ეხმარება. პროგრამის დიპლომი აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ და კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისა და აკადემიური წინსვლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზო


CEA-ს დირექტორი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" საუკეთესო ათეულშია!
თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი, დავით მალაზონია "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" საუკეთესო ათეულშია! ბატონი დავითი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტ მასწავლებელს შორის შეირჩა, რაც მისი მრავალწლიანი პროფესიონალიზმის, განათლებისადმი ერთგულებისა და ინოვაციური საქმიანობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ვულოცავთ ბატონ დავითს ამ ღირსეულ წარმატებას! გვეამაყება, რომ თანამედროვე განათლების აკადემიას სწორედ ასეთი ლიდერი ხელმძღვანელობს. წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის მომდევნო ეტაპე


მარიამ დანელია კონკურსის - „ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში“ გამარჯვებულია
თანამედროვე განათლების აკადემიის მოქალაქეობის მასწავლებელი, მარიამ დანელია, კონკურსის - „ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში“ გამარჯვებული გახდა. მასში საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლა და ბიბლიოთეკა მონაწილეობდა. შედეგად, აკადემიას ფინედუს საგანმანათლებლო რესურსები გადაეცემა, რომელიც მოსწავლეებს ფინანსური წიგნიერების, პირადი ბიუჯეტის მართვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების თანამედროვე და პრაქტიკული მეთოდებით შესწავლაში დაეხმარება. ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას და კიდევ არაერთ პრო
bottom of page

