CEA-ს დირექტორი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" საუკეთესო ათეულშია!
- CEA

- 1 day ago
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი, დავით მალაზონია "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" საუკეთესო ათეულშია!
ბატონი დავითი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტ მასწავლებელს შორის შეირჩა, რაც მისი მრავალწლიანი პროფესიონალიზმის, განათლებისადმი ერთგულებისა და ინოვაციური საქმიანობის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
ვულოცავთ ბატონ დავითს ამ ღირსეულ წარმატებას! გვეამაყება, რომ თანამედროვე განათლების აკადემიას სწორედ ასეთი ლიდერი ხელმძღვანელობს.
წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის მომდევნო ეტაპებზეც და გვჯერა, რომ მისი შრომა კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს, როგორც აკადემიას, ასევე ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროს!


Comments