top of page



ჯანსაღი არჩევანი და კმაყოფილი მოსწავლეები - სიახლეები აკადემიის კაფეტერიაში
როგორ იწყება ჯანსაღი დღე თანამედროვე განათლების აკადემიაში? პასუხი მარტივია: დაბალანსებული კვებითა და იმ განსაკუთრებული მზრუნველობით, რომელიც საგაკვეთილო პროცესიდან სასადილო მაგიდასთან გრძელდება. 2025 წლის 15 დეკემბრიდან აკადემიის კაფეტერიაში სრული ტრანსფორმაცია განხორციელდა - განახლებული სამზარეულო, პროფესიონალი ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილი მენიუ და სრულიად ახალი სტანდარტები, რაც მშობლებისთვის სიმშვიდის, მოსწავლეებისთვის კი დღის ყველაზე სასიამოვნო ნაწილის გარანტიაა.


ხილის ფესტივალი CEA-ში
თანამედროვე განათლების აკადემიაში შემოდგომის ტრადიციული აქტივობა - ხილის ფესტივალი გაიმართა. მასში მონაწილეობა ბაღისა და ფრესქულის აღსაზრდელებმა მშობლებთან და აღმზრდელ-მასწავლებლებთან ერთად მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო პატარების ნამუშევრების თემატური გამოფენა, სადაც თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი კუთხე წარმოადგინა. აქტივობის შემოქმედებით და სახალისო ნაწილში ბავშვებმა, მშობლების დახმარებით, მრავალფეროვანი ხილის არტი შექმნეს. ხილის ფესტივალი აკადემიის ტრადიციული აქტივობაა და


CEA 10 წლისაა!
თანამედროვე განათლების აკადემია 10 წლისაა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი CEA-მ კონცერტით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა ფრესქულის აღსაზრდელებმა...
bottom of page

