CEA 10 წლისაა!
- CEA

- Jun 2
- 1 min read
Updated: Sep 17
თანამედროვე განათლების აკადემია 10 წლისაა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი CEA-მ კონცერტით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა ფრესქულის აღსაზრდელებმა და პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა მიიღეს. ბავშვებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. პარალელურად გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
აკადემიელებთან ერთად მუსიკალური ნომრები შეასრულეს მოწვეულმა სტუმრებმა - მომღერალმა გია ბაღაშვილმა და ჯგუფ “მგზავრების” სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა.
სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის დირექტორი დავით მალაზონია, CEA-სთან არსებული სტუდია “ანაბანას” ხელმძღვანელი მარინა ბერიძე, მოსწავლის მშობელი თამარ ქიტიაშვილი და კურსდამთავრებულები - გიორგი წულაია და ნიკოლოზ ხუხუნაიშვილი, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ღირებულებებსა და წარმატებას, რასაც აკადემია წლების განმავლობაში ქმნიდა.
თანამედროვე განათლების აკადემიის წლის მთავარ ღონისძიებას მეათე კლასის მოსწავლეები - ელენე ჯღარკავა და გიორგი ქაშიბაძე გაუძღვნენ.
მუსიკალურ ნომრებზე აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა, ანა მაისურაძემ იმუშავა, ხოლო ქორეოგრაფიული ნომრები ცეკვის მასწავლებელმა ინგა ყაველაშვილმა მოამზადა. ფრესქულის მუსიკალური ნომერი მაკა მეგრელიშვილმა წარმოადგინა.
გამოფენისთვის მოსწავლეთა ნამუშევრები ხელოვნების მასწავლებლებმა - ნინო იოვაშვილმა და ელენე თევზაძემ მოამზადეს.
საიუბილეო ღონისძიება აკადემიის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც ჩართულები იყვნენ მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, ტუტორები და ასისტენტები.


Comments