top of page

 

აკადემიის მისიაა მოსწავლეებს ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო და მამოტივირებელ, ინკლუზიურ და პოზიტიურ გარემოში ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და ინტერაქტიური მიდგომების გამოყენებით მისცეს თანამედროვე და მომავლის მოთხოვნების შესაბამისი პლურილინგვური განათლება, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტ განვითარებაში, წარმატების მიღწევაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მისიის მისაღწევად აკადემია 

  • ქმნის ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო, პოზიტიურ, თანამშრომლობით სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს;

  • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტიური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას;

  • მუდმივად იკვლევს შემსწავლელთა საჭიროებებს და მიგნებებს იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნებისთვის;

  • ზრუნავს მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, როგორც აკადემიის ბაზაზე, ისე პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

  • სასწავლო პროცესში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;

  • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო კურიკულუმს და საგანმანათლებლო რესურსებს;

  • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში;

  • ქმნის არაფორმალური განათლების ხელშემწყობ გარემოს;

  • ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, სწავლა-სწავლების ინტერაქტიური მიდგომების გამოყენებით, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას;

  • მუდმივად ზრუნავს შემსწავლელთა და თანამშრომელთა ინიციატივების წახალისებაზე.

bottom of page