top of page

​     თანამედროვე განათლების აკადემია 2015 წელს დაარსდა და ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის პროგრამებს. აკადემიაში შექმნილია  უსაფრთხო, მამოტივირებელი, თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტიური და სოციალური უნარების განვითარება. 

     თანამედროვე განათლების აკადემიის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა ითვალისწინებს სოციალიზაციის კურიკულუმის ძირითად პრინციპებს და დაფუძნებულია რეჯიო ემილიას საგანმანათლებლო ფილოსოფიაზე. აკადემიის სკოლამდელი აღზრდის პროგრამით სწავლა-სწავლება ინტეგრირებული და ფოკუსირებულია ჰოლისტურ მიდგომაზე. 

 

      აკადემია სასკოლო საფეხურზე ხელმძღვანელობს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ქართული პროგრამით. პროგრამის მიზანია, ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევის უზრუნველყოფასთან ერთად, განხორციელდეს აკადემიის ხედვით, მისიითა და სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები, რომლებიც უკავშირდება მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და მათ ჩამოყალიბებას აქტიურ, გლობალურ მოქალაქეებად. 

​​

     თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, მათ შორის პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებით (PBL) ხდება მოსწავლეთა მომზადება, რაც მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს.

     აკადემიაში სწავლის პერიოდში, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები ეუფლებიან ორ უცხოურ ენას, ხოლო საბაზო საფეხურზე მესამეს. სისტემატურად ხორციელდება მიზნობრივი ექსკურსიები და ღონისძიებები, ჩვენი მოსწავლეებისათვის შექმნილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

    აკადემიაში ფუნქციონირებს შემეცნებით-განმავითარებელი ხასიათის მრავალფეროვანი კლუბები, რომელთა მიზანია მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარების განვითარება და წახალისება. კლუბების საქმიანობა ხელს უწყობს 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას მოსწავლეებში, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებას.

სტრუქტურა

საბოლოოო სტრუქტურა.png

​თანამედროვე განათლების აკადემიაში სავალდებულოა სასკოლო ფორმის ტარება

გოგონების ფორმა 

gogonebis-forma.jpg

✓ თეთრი პოლო მაისური ან პერანგი აკადემიის ლოგოთი, მოკლე ან გრძელი მკლავით;

✓მუქი ლურჯი ან კუბოკრული ქვედაბოლო (მუხლამდე სიგრძის)

✓მუქი ლურჯი ქვედაბოლო შორტი

✓მუქი ლურჯი შორტი

✓ მუქი ლურჯი შარვალი

✓ მუქი ლურჯი ჟაკეტი, სვიტერი, პიჯაკი ან პულოვერი აკადემიის ლოგოთი

✓ მუქი ლურჯი  სასკოლო კაბა აკადემიის ლოგოთი

✓ მუქი ფერის ფეხსაცმელი

ვაჟების ფორმა 

bichebis--forma.jpg

✓ თეთრი პოლო მაისური ან პერანგი აკადემიის ლოგოთი, მოკლე ან გრძელი მკლავით

✓ მუქი ლურჯი სასკოლო შარვალი

✓ მუქი ლურჯი ჟაკეტი, სვიტერი, პიჯაკი ან პულოვერი აკადემიის ლოგოთი

✓ მუქი ფერის ფეხსაცმელი

ჩაცმულობის სტანდარტი

✓ სასკოლო ფორმა ყოველდღიურად უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და აკურატული.

✓ აკრძალულია სხვა სკოლის ან კომერციული ბრენდის ლოგოს შემცველი ტანსაცმლის ტარება.

✓ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისთვის მოსწავლეებმა უნდა ატარონ აკადემიის მიერ განსაზღვრული სპორტული ფორმა.

✓ დაუშვებელია ზედმეტად გამომწვევი ან არასათანადო ჩაცმულობა, ასევე გადაჭარბებული რაოდენობის სამკაულის (მასიური ყელსაბამები, დიდი საყურეები და სხვა მსგავსი აქსესუარები) ტარება.

  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ლევან მიქელაძის ქუჩა #4

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page