გიორგი კვიკვინია
საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის მენეჯერი
მოგესალმებით,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თანამედროვე განათლების აკადემიის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე.
2019 წლის 20 იანვარს თანამედროვე განათლების აკადემიის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტმა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საგანმანათლებლო ორგანიზაცია "UK LANGUAGE COURSES"-თან, რომელიც ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინგლისური ენის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს მსოფლიოს მასშტაბით. UK LANGUAGE COURSES უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნიდან სკოლის მოსწავლეთათვის სემინარების ჩატარებას.
აკადემიის მოსწავლეები უკვე წლებია სტუმრობენ ქალაქ ბრისტოლისა და ჩესტერის საზაფხულო სკოლებს 2 კვირიანი საგანმანათლებლო პროგრამით. გარდა ინტენსიური ენის კურსებისა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სახის აქტივობებსა და ექსკურსიებში.
2022 წლიდან თანამედროვე განათლების აკადემია საშუალებას აძლევს სხვა სკოლის მოსწავლეებს მიიღონ ბრიტანული განათლება და თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებთან ერთად გაემგზავრონ საზაფხულო სკოლაში.
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს 8-დან 17- მდე ასაკის ნებისმიერ მოსწავლეს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემია პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით გთავაზობთ ALL INCLUSIVE მომსახურებას, რომელიც გულისხმობს:
-
მოსწავლეთა სასწავლო კურსზე რეგისტრაციას;
-
მოსწავლეთათვის სავიზო მომსახურებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციების მომზადებას;
-
ავიაბილეთებით (Turkish Airlines და Lufthansa) და დიდ ბრიტანეთში ტრანსფერებით უზრუნველყოფას;
-
მოსწავლეთა უზრუნველყოფას უნივერსიტეტების სტუდენტური საცხოვრებლით და სამჯერადი კვებით;
-
მოსწავლეთა უზრუნველყოფას ჯგუფის ლიდერით, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებასა და კომფორტულ გარემოსთან ადაპტირებას.