ხილის ფესტივალი CEA-ში
- CEA

- Oct 30
- 1 min read
თანამედროვე განათლების აკადემიაში შემოდგომის ტრადიციული აქტივობა - ხილის ფესტივალი გაიმართა. მასში მონაწილეობა ბაღისა და ფრესქულის აღსაზრდელებმა მშობლებთან და აღმზრდელ-მასწავლებლებთან ერთად მიიღეს.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო პატარების ნამუშევრების თემატური გამოფენა, სადაც თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი კუთხე წარმოადგინა.
აქტივობის შემოქმედებით და სახალისო ნაწილში ბავშვებმა, მშობლების დახმარებით, მრავალფეროვანი ხილის არტი შექმნეს.
ხილის ფესტივალი აკადემიის ტრადიციული აქტივობაა და ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.


Comments