top of page

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს CEA-ში

  • Writer: CEA
    CEA
  • 2 hours ago
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სხვადასხვა ლიტერატურა წაიკითხეს, დამრიგებლებთან ერთად წაკითხული ნაწარმოებები განიხილეს და ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.


"წიგნის საჯაროდ კითხვის დღე" მსოფლიოში ცნობილი აქტივობაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ადამიანები ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!


ეს დღე 2010 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ - LitWorld დააწესა და მას შემდეგ, ყოველი წლის თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღინიშნება. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ, ერთად კითხვის სიამოვნება გაიზიარონ და ერთმანეთს წიგნები შეაყვარონ.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page