მართა შალამბერიძე მსოფლიოს 100 საუკეთესო ინოვატორს შორის!
- CEA

- 7 minutes ago
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაის XI კლასის მოსწავლე, მართა შალამბერიძე მსოფლიოს 100 საუკეთესო ინოვატორს შორისაა!
მართა იმ მოსწავლეებთან ერთად დასახელდა, რომლებმაც ”დამწყები ინოვატორების ჯილდო“ (Emerging Innovator Award) მოიპოვეს. ათიათასობით მონაწილეს შორის, მან ინოვაციური ხედვითა და სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებით, გლობალური ჟიურის ყურადღება მიიპყრო.
ეს ჯილდო არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ მსოფლიო დონის სამეწარმეო რესურსებთან წვდომის, გლობალურ ინოვატორებთან საერთაშორისო მენტორობისა და კავშირების, ასევე, მსოფლიო რუკაზე საქართველოსა და ჩვენი აკადემიის სახელის დამკვიდრების შესაძლებლობა. 🇬🇪
აღნიშნული კონკურსი დელავერის უნივერსიტეტის (University of Delaware) ორგანიზებითა და საქართველოში TEaM-ისა და სიქას მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს კოორდინირებას უშუალოდ TEaM-ი დამფუძნებელი პავლე თვალიაშვილი უწევს, რომლის მიზანიც სწორედ ასეთი ნიჭიერი და პროგრესული ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა.
ვულოცავთ მართას ამ დიდ გამარჯვებას! გვჯერა, რომ ეს მხოლოდ იმ დიდი გზის დასაწყისია, რომელსაც ის მსოფლიო ინოვაციების სფეროში გაივლის.


Comments