მოგესალმებით
თანამედროვე განათლების აკადემია 2015 წელს დაარსდა და ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის პროგრამებს. აკადემიაში შექმნილია უსაფრთხო, მამოტივირებელი, თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება. თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები სწავლობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანს.
თანამედროვე განათლების აკადემია, აკადემიის საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ირჩევს ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებულ საათობრივი ბადის III მოდელს. აღნიშნული მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევის უზრუნველყოფასთან ერთად, ახორციელებს აკადემიის მისიით და სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც უკავშირდება პლურილინგვური განათლების მიცემას მოსწავლეებისათვის და მათში წიგნიერების (მათ შორის, რაოდენობრივი) განვითარებას.