top of page

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სტუმრად CEA-ში

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხათუნა ჯინორია შეხვდა. მან VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან, ბავშვთა უფლებებზე და მის დაცვაში მოსამართლეების როლზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მოსამართლის პროფესიაზე, განასხვავეს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიის კითხვები, ძირითადად, იმ დილემებს შეეხებოდა, რომელსაც მოსამართლეები კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისას განიცდიან. ხათუნა ჯინორიამ ახალგაზრდების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

 

მოსამართლეების პერიოდული შეხვედრები მოსწავლეებთან, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ინიციატივით მიმდინარებს.

______________

bottom of page