top of page

დედამიწის დღე CEA-ში

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიაში, არაერთი აქტივობა განხორციელდა: მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პოსტერები და ბანერები, დაამზადეს მედალიონები, აკადემიის ეზოში დარგეს ყვავილები და ხე-მცენარეები.


ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები, ხელოვნების პედაგოგები და IX კლასის მოსწავლეები.

 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

______________

bottom of page