
შენი კლუბი
აკადემიაში ფუნქციონირებს შემეცნებით-განმავითარებელი ხასიათის მრავალფეროვანი კლუბები, რომელთა მიზანია მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარების განვითარება და წახალისება. კლუბების საქმიანობა ხელს უწყობს 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას მოსწავლეებში, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებას

Fun Fitnes Club
ხელმძღვანელი - ინგა ყაველაშვილი
მსუბუქი ფიტნეს გაკვეთილებით, ძირითადი მოტორული უ ნარების განვითარება, სიძლიერის გაზრდა, მოძრაობა, მოქნილობა, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ფიზიკური ჩვევების ჩამოყალიბება.
შემოქმედების სახელოსნო
ხელმძღვანელი - თინათინ ლომსაძე
ბავშვებში მსხვილი და წვრილი მოტორული, შემოქმედებითი, ყურადღების კონცენტრაციის და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

პატარა კინოსტუდია
ხელმძღვანელი - თინათინ ლომსაძე
ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვის უნარის განვითარება. თანამშრომლობისა და თვითგამოხატვის ხელშეწყობა, საკუთარი ზღაპრებისა და ისტორიების ფილმად ქცევის საშუალებით.

ქარგვა
ხელმძღვანელი - თინათინ ლომსაძე
ბავშვებში ნატიფი მოტორული უნარების განვითარება, თვალისა და ხელის კოორდინაციის, ფერების აღქმის, ყურადღების კონცენტრაციისა და მდგრადობის, ვიზუალურ-მოტორული უნარების გაუმჯობესება.

მე-წიგნიერი
ხელმძღვანელი - ნინო სამხარაძე
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ კითხვისადმი პოზიტიური განწყობა, გაიაზრონ, რომ წიგნები განსხვავდება ჟანრების, სირთულის, ილუსტრაციებისა და ა.შ მიხედვით.
ემოციური ინტელექტი
ხელმძღვანელი - თამარ გაფრინდაშვილი
1. მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ჯანსაღი ცნობიერება; 2. შესაბამისი აქტივობების მეშვეობით ასწავლოს, როგორ მართოს საკუთარი თავი და ემოციები; 3. აუმაღლოს სოციალური ცნობიერება; 4. ხელი შეუწყოს ურთიერთობების მართვაში.

ცეკვის კლუბი
ხელმძღვანელი - ინგა ყაველაშვილი
კლუბის მიზანია ცეკვის ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ცეკვა, როგორც ფიზიკური აქტივობა, გააუმჯობესებს ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას მოსწავლეებში; ცეკვის სისტემატური გაკვეთილები ხელს შეუწყობს სხეულის სწორად ტარებას, დახვეწილ მანერებს; მოსწავლეებში გაზრდის თავდაჯე რებულობას, თვითშეფასებას პასუხისმგებლობას; ჩამოაყალიბებს მათ შემოქმედებით პიროვნებებად.

სამაგიდო თამაშების კლუბი
ხელმძღვანელი - ნინო სამხარაძე
მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვა სირთულის, თემატიკისა და შ ინაარის სამაგიდო თამაშებს. განივითარებენ ლოგიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს. გაიაზრებენ, რომ სამაგიდო თამაშების დახმარებით სკოლაში მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გადმოაქვთ.



