top of page

ჭადრაკის ფიგურების გამოფენა და ტურნირი CEA-ში


თანამედროვე განათლების აკადემიაში ჭადრაკის ფიგურებისა და მცირე პლასტიკის ნიმუშების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ღონისძიებას ორგანიზება ხელოვნების მასწავლებელმა როსტომ კაჭახიძემ გაუწია.


გამოფენის ფონზე ჭადრაკში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილოსნები გამოვლინდნენ. ესენი არიან: ნიკოლოზ მეტრეველი, ნიკოლოზ გიორგაძე, დაჩი მეზურნიშვილი, გიორგი სვანაძე, გურამ გიორგაძე, მარიამ ჩხიკვაძე, დემეტრე ჭუმბურიძე და ნიკა გურეშიძე.

26 მაისს, ანალოგიური გამოფენა და ფინალური ტურნირი ჭადრაკის სასახლეში გაიმართება. თანამედროვე განათლების აკადემიის შიდასასკოლო ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები, ამჯერად სხვა სკოლის წარმომადგენლების დამარცხებას შეეცდებიან. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

bottom of page