top of page

"წიწილების" პრეზენტაცია თემაზე "ემოციები"



თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის ჯგუფში „წიწილები“, თემაზე „ემოციები“ პრეზენტაცია გაიმართა. აღმზრდელებმა თამარ გოგატიშვილმა და ნუნუ ქველაძემ პატარებს ფრონტალური კითხვები დაუსვეს და მათი პასუხები მოისმინეს. ასევე, ბავშვებს ფოტოები უჩვენეს, სადაც ემოციები იყო აღბეჭდილი. აღსაზრდელებს მათი ერთმანეთისგან გარჩევა დაევალათ.

 

შემდეგი აქტივობა ბავშვებმა მშობლების ჩართულობით განახორციელეს. პატარებმა, ტომრებიდან ბარათები რიგ-რიგობით ამოიღეს და მასზე გამოსახული ემოციები განასახიერეს. მშობლები კი მის გამოცნობას შეეცადნენ.

 

გარდა ამისა, აღმზრდელებმა ფოტოკოლაჟი წარმოადგინეს, სადაც პატარა აღსაზრდელები სხვადასხვა ემოციას გამოხატავდნენ.


 პრეზენტაცია მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი აქტივობით დასრულდა. მათ ფერადი ბუშტები გაბერეს, რომელზეც სასურველი ემოცია დახატეს.

______________

bottom of page