top of page

"წიწილები"-ს აღსაზრდელები სტომატოლოგების პროფესიას გაეცნენ

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 26, 2024
  • 1 min read
ree

თანამედროვე განათლების აკადემიის ჯგუფი „წიწილები“ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში პროფესიების თემას გადის. თემის ფარგლებში პატარებს "ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი"-ს ექიმები ესტუმრნენ. სტომატოლოგმა გვანცა ფეტელავამ აღსაზრდელებს პირის ღრუ შეუმოწმა და რეკომენდაციები დაუწერა.


სტუმრებმა, ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებზე, კბილებისთვის მავნე პროდუქტებზე და პირის ღრუს მოვლის მეთოდებზე.


პრეზენტაციის შემდეგ, სტომატოლოგმა პატარებს, მულაჟების დახმარებით, კბილების გახეხვის წესები განუმარტა.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page