top of page

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე CEA-ში



თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: მარინა ჯავახიშვილის, ნათია ფალიანისა და ჯულიეტა ჯანჯღავას ორგანიზებით, მოსწავლეებმა სხვადასხვა ნაწარმოები მოამზადეს და საზოგადოებას წარუდგინეს.

 

ღონისძიება მეთერთმეტე და მერვეკლასელებმა გახსნეს, რომლებმაც ვეფხისტყაოსნის სტროფები წაიკითხეს. მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა წიგნის შესახებ საინტერესო სტატიები გაგვაცნეს. მეშვიდეკლასელებმა რეი ბრედბერის რომანიდან „151 ფარენჰაიტით“ საინტერესო ნაწყვეტები შემოგვთავაზეს და მის შესახებ თავიანთი ნააზრევიც გაგვიზიარეს.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც. მეორე და მესამეკლასელებმა პირველი კლასის მოსწავლეებს საბავშვო რომანები წაუკითხეს და მათ წიგნების შეყვარება ურჩიეს.

 

მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა აქტივობა განახორციელეს საბავშვო ბაღშიც. ბავშვებმა პატარა აღსაზრდელებს ხელით შექმნილი წიგნების ილუსტრაციები დაათვალიერებინეს და ტექსტები წაუკითხეს.

 


ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდნენ მეოთხე ა კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც წიგნები სკოლის გარეთ წაიკითხეს.



მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ეს დღე თავიანთ საკლასო ოთახებში აღნიშნეს და ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ წაიკითხეს. მეხუთე ა კლასის მოსწავლემ ელენე გოგიაშვილმა აქტივობა მუსიკალურად გააფორმა.


ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ აკადემიის მასწავლებლებიც.


წიგნის კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს აკადემიის ჯგუფებმაც. „სმურფებს“ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლები ესტუმრნენ და „რაპუნცელი“ წაუკითხეს. ზღაპრის დასრულების შემდეგ კი პატარები ტკბილეულით დააჯილდოვეს.



„ვარსკვლავებს“ წიგნი აღმზრდელმა ნესტან გოლეთიანმა წაუკითხა. ბავშვებმა ზღაპარი „პრანჭია პრინცესა“ მოისმინეს.


"წიგნის საჯაროდ კითხვის დღე" მსოფლიოში ცნობილი აქტივობაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ადამიანები ერთიანდებიან საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

______________

bottom of page