"ციცინათელებმა" თოჯინების თეატრი წარმოადგინეს
- CEA
- Feb 3
- 1 min read
Updated: Feb 20

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფმა, „ციცინათელები“ სხვა ჯგუფების აღსაზრდელები თოჯინების თეატრზე მიიწვია. პატარებმა ბავშვებს ქართული ზღაპრის „კომბლეს“ თეატრალური ინსცენირება შესთავაზეს. მთავარი პერსონაჟების თოჯინები მათ აღმზრდელების დახმარებით დაამზადეს და ზღაპარი სცენარის მიხედვით გაახმოვანეს.
თეატრალურმა წარმოდგენამ პატარა მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. ბავშვები ამბის განვითარებას თვალს დიდი ინტერესით ადევნებდნენ და შთაბეჭდილებებსაც მხიარულად გამოხატავდნენ.
თოჯინების თეატრზე აღმზრდელებმა, მაკა გოგოტიშვილმა და თამარ ბეჟუაშვილმა იმუშავეს.
Comments