„ციცინათელები“ თბილისის სახანძრო-სამაშველო მუზეუმს ესტუმრნენ
- CEA

- Feb 20, 2025
- 1 min read
Updated: Feb 21, 2025

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ციცინათელების“ აღსაზრდელები თბილისის სახანძრო-სამაშველო მუზეუმს ესტუმრნენ.
პატარებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, გაიცნეს მეხანძრე და მეტი შეიტყვეს ამ საინტერესო და გმირულ პროფესიაზე. ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, ახლოდან ენახათ სახანძრო მანქანა და მოესინჯათ მეხანძრის ქუდები.
სახანძრო-სამაშველო მუზეუმში ვიზიტი თემის „პროფესიები“ ფარგლებში დაიგეგმა. ვიზიტის დასასრულს ბავშვებს საჩუქრად წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ.
აქტივობა აღმზრდელების, მაკა გოგოტიშვილისა და თამარ ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.


Comments