top of page

„ჩემი საოცნებო სკოლა“ - მეოთხეკლასელების ნამუშევრების პრეზენტაცია

  • Writer: CEA
    CEA
  • Nov 3, 2023
  • 1 min read

Updated: Nov 8, 2023


ree

თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ა კლასის მოსწავლეებმა თემაზე: „ჩემი საოცნებო სკოლა“ ნამუშევრები წარმოადგინეს. პრეზენტაციას მეხუთე ა კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. საინტერესო ისტორიების მოსმენის შემდეგ, უფროსკლასელებმა ნახატების ავტორებს შეკითხვები დაუსვეს.


აქტივობის განხორციელების იდეა საგაკვეთილო თემის შესწავლის შემდეგ გაჩნდა, რა დროსაც მოსწავლეებმა ძველად არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ასევე, ისაუბრეს გამოგონილი სკოლების სხვადასხვა ვარიანტზეც. თემის დამუშავების შემდეგ, ჯგუფებად გადანაწილებულმა მოსწავლეებმა საოცნებო სკოლა დახატეს. გარდა ამისა, მოიფიქრეს პატარა მოთხრობებიც, რომლის ძირითადი შინაარსიც მათივე ნახატს შეეხებოდა.

ინტეგრირებული აქტივობა მეოთხე ა კლასის დამრიგებლის ნინელი ნეფარიძისა და ხელოვნების მასწავლებლის ელენე თევზაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page