top of page

ღია კარის დღე სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მშობლებისთვის


თანამედროვე განათლების აკადემიაში, სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მშობლებისთვის, "ღია კარის დღე" ჩატარდა.


აკადემიის სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მენეჯერი ირინა ქირია მშობლებს შეხვდა და მათ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა, რეჯიო ემილიას კურიკულიუმი და აღსაზრდელების დღის განრიგი გააცნო. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ბაღში არსებული წრეებისა და კლუბების შესახებ.


შეხვედრის დასასრულს ირინა ქირიამ სამომავლო გეგმები განიხილა და მშობლების კითხვებს უპასუხა.

bottom of page