top of page

ღია კარის დღე "თანამედროვე განათლების აკადემიაში "


6 თებერვალს „თანამედროვე განათლების აკადემიაში“ დისტანციურად გაიმართა ღია კარის დღე.

შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის დირექტორი დავით მალაზონია. მშობლებს ასევე შეხვდნენ სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მარიკა კირვალიძე, დაწყებითი კლასების პროგრამის ხელმძღვანელი ნინელი ნეფარიძე, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გიორგი კვიკვინია, უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელი თამარ გოგოჭური, აკადემიის მოსწავლეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ღია კარის დღეზე ისაუბრეს აკადემიის სასკოლო პროგრამებზე და იმ ბენეფიტებზე, რომლებიც აკადემიას გააჩნია.

"თანამედროვე განათლების აკადემია" მადლობას უხდის ღია კარის დღეზე დამსწრე ყველა მშობელს.






bottom of page