top of page

ფრესქულის ჯფუფმა „ტროლები“ გამოსაშვები ღონისძიება გამართა


თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯფუფმა „ტროლები“ გამოსაშვები ღონისძიება გამართა. ბავშვებმა აღმზრდელ-პედაგოგის მაკა გოგოტიშვილის მიერ დაწერილ ზღაპარში გვამოგზაურეს. პატარებმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი განასახიერეს და თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ცეკვა და სიმღერა წარმოგვიდგინეს. ზღაპრის მიხედვით ნაჩვენები იყო, თუ როგორ არის შესაძლებელი იმეგობრონ განსხვავებული ერის ადამიანებმა.


ზღაპრის დასრულების შემდეგ, აღმზრდელ-პედაგოგმა ნათია ხჩოიანმა ბავშვებსა და მშობლებს ფოტო-კოლაჟი უჩვენა, რომელიც ჯგუფის სასწავლო პროცესიდან მხიარულ მომენტებს ასახავდა.

______________

bottom of page