top of page

"სმურფების" პრეზენტაცია ცხოველების თემაზე




თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფში „სმურფები“ ცხოველების თემაზე პრეზენტაცია გაიმართა. ბავშვებმა შინაური და გარეული ცხოველები განიხილეს და თითოეული მათგანის თვისებები განმარტეს.

პრეზენტაციას აღმზრდელები: მაკა გოგოტიშვილი და თამარ ბეჟუაშვილი გაუძღვნენ. შემდეგ კი აღსაზრდელებმა ინგლისური ენის მასწავლებელთან მერი კილასონიასთან ერთად ცხოველების შესახებ ინგლისურ ენაზე ისაუბრეს.


ღონისძიების ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში, პატარებმა თავიანთი რჩეული ცხოველები აღწერეს, რომლის გამოცნობასაც მშობლები შეეცადნენ.



გარდა ამისა, ბავშვებმა საკუთარი ხელით დამზადებული ნიღბების დახმარებით, სპექტაკლი „კომბლე“ შემოგვთავაზეს.


პრეზენტაციამდე აღსაზრდელები ზოოპარკში იმყოფებოდნენ, სადაც მისი ბინადრები მოინახულეს და თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამის შემდეგ კი სათამაშო ცხოველებითა და ფრინველებით, მინი-ზოოპარკი თავადვე შექმნეს. ასევე, მოაწყვეს თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც.

______________

bottom of page