„სმურფები“ ციფრულ მუზეუმში
- CEA

- Apr 23, 2024
- 1 min read
Updated: Apr 24, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „სმურფების“ აღსაზრდელები კოსმოსის შესახებ სასწავლო თემას გადიან. საკითხის უკეთესად აღქმის მიზნით, აღმზრდელებმა მაკა გოგოტიშვილმა და თამარ ბეჟუაშვილმა ბავშვები ციფრულ მუზეუმში წაიყვანეს.
პატარებმა კოსმოსის შესახებ ინფორმაცია ვიზუალურ ჭრილში მიიღეს, ნახეს როგორ გამოიყურება სხვადასხვა პლანეტა და თითოეულის მახასიათებლებით დაინტერესდნენ.
მსგავს აქტივობებს CEA-ს ფრესქულის აღმზრდელები პერიოდულად აწყობენ.
______________


Comments