top of page

"სიყვარული ლიტერატურაში" - გია მურღულიას ლექცია




თანამედროვე განათლების აკადემიაში ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ უფროსკლასელებისთვის ლექცია ჩაატარა, თემაზე: „სიყვარული ლიტერატურაში”. მოსწავლეებმა საინტერესო ფაქტები და ისტორიები მოისმინეს მწერლებისა და პოეტების შემოქმედებიდან, რომელიც სიყვარულის თემას ეხმიანება. გია მურღულიამ ლექციის ბოლოს, ახალგაზრდებს სხვადასხვა ავტორის წიგნის წაკითხვა ურჩია, რომლის მეშვეობითაც ამ გრძნობის უკეთ შეცნობას შეძლებენ.

ლექცია, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის მდივნის, ნატალია რუხაძის ინიციატივით გაიმართა.

 შეხვედრას მერვე ბ, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

______________

bottom of page