top of page

საფრანგეთის მოქალაქე ჟოელ ულანი CEA-ს ესტუმრა

  • Writer: CEA
    CEA
  • Nov 8, 2023
  • 1 min read

ree

თანამედროვე განათლების აკადემიას საფრანგეთის მოქალაქე ჟოელ ულანი ესტუმრა. აკადემიის ფრანგულენოვანი ჯგუფის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დახმარებით, მისთვის ღონისძიება გამართეს. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ფრანგულენოვანი სიმღერები შეასრულეს, მეთერთმეტეკლასელებმა კი მათი თვალით დანახული საფრანგეთის შესახებ, ვიდეო-პრეზენტაცია წარმოადგინეს.


ჟოელ ულანი საქართველოს ტურისტული მიზნით ესტუმრა და რამდენიმე რეგიონში იმოგზაურა. მან მოსწავლეებს, აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენი ქვეყნის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.


ღონისძიება თანამედროვე განათლების აკადემიის ფრანგული ენის მასწავლებლების ანა კანკაძისა და ხათუნა მელიქიშვილის ორგანიზებით გაიმართა.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page