top of page

სანდრო ქაშიბაძე აშშ-ის 4 უნივერსიტეტში ჩაირიცხა

  • Writer: CEA
    CEA
  • 15 hours ago
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის XII კლასის მოსწავლე, სანდრო ქაშიბაძე, აშშ-ის ოთხ წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სანდრომ საუკეთესო შეთავაზებები შემდეგი სასწავლებლებიდან მიიღო:


  • RIT - როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (ნიუ-იორკი), 120 000$-იანი დაფინანსებით;

  • WPI - ვორსტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (მასაჩუსეტსი), 120 000$-იანი დაფინანსებით;

  • UMass Amherst - მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტი, 64 000$-იანი დაფინანსებით;

  • UC Davis - კალიფორნიის უნივერსიტეტი, დეივისი, ელოდება დაფინასების პასუხს.


სანდროს მიერ მოპოვებული საუნივერსიტეტო გრანტების ჯამური ოდენობა, სრულ საბაკალავრო პროგრამაზე, დაახლოებით, 300 000 აშშ დოლარს შეადგენს.


ამ დრომდე ელოდება ამერიკის კიდევ ორი უნივერსიტეტის პასუხს ჩარიცხვაზე. ამ ეტაპზე მან არჩევანი UC Davis-ზე შეაჩერა, სადაც კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ისწავლის.


აღსანიშნავია, რომ სანდრო კერძო რეპეტიტორებთან არ მომზადებულა - ეს შედეგი მისი დაუღალავი შრომის, მშობლების თანადგომისა და სკოლის (CEA) პედაგოგების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. საუნივერსიტეტო პროცედურების გავლის პროცესში მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია ინგლისური ენის მასწავლებელმა გიორგი კვიკვინიამ.


სანდრო თანამედროვე განათლების აკადემიას მეოთხე კლასიდან შემოუერთდა. აშშ-ში სწავლის იდეა CEA-ს საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, ბოსტონის საზაფხულო ბანაკში სტუმრობისას დაიბადა. მიზნისკენ სწრაფვა კიდევ უფრო განამტკიცა სტენფორდის უნივერსიტეტის (Stanford University) საზაფხულო პროგრამამ, სადაც მან პროგრამირების, ბუღალტერიისა და ფინანსების ორთვიანი კურსი წარმატებით გაიარა.


მას გადაწყვეტილი აქვს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდება და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანაში გამოიყენებს.


თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს სანდროს ამ ბრწყინვალე წარმატებას! დარწმუნებულები ვართ, რომ მისი სახელი მომავალში კიდევ არაერთხელ გაიჟღერებს.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page