საბა არჩვაძე სწავლას ვილნიუსის უნივერსიტეტში გააგრძელებს!
- CEA

- 5 days ago
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეთა წარმატებების სერია გრძელდება! XII კლასის მოსწავლე, საბა არჩვაძე, ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ სასწავლებელში - ვილნიუსის უნივერსიტეტში (Vilnius University) ჩაირიცხა.
საბა ლიეტუვაში საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით ისწავლის. პარალელურად, პასუხს ელოდება ტარტუს უნივერსიტეტიდანაც (ესტონეთი).
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება რთული პროცესია, საბა მიზნად ისახავს სწავლის პროცესში, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება მოიპოვოს.
ჩარიცხვისთვის საჭირო რთული პროცედურების გავლაში საბას აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი, გიორგი კვიკვინია დაეხმარა. მანვე უზრუნველყო მისი მომზადება TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდისთვის, რაც წარმატებული აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ვულოცავთ საბას ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს! გვჯერა, რომ შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, საერთაშორისო ბიზნესის სფეროში, მას დიდ წარმატებას მოუტანს.


Comments