top of page

„რა სად როდის“ მეშვიდე და მერვე კლასების მონაწილეობით

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 21, 2023
  • 1 min read


ree

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა სად როდის“ გაიმართა. ჯგუფები თითოეული კლასიდან ხუთ-ხუთი წარმომადგენლით დაკომპლექტდა.

 

წამყვანმა მოსწავლეებს 20 კითხვა დაუსვა. პასუხების მოსაფიქრებლად ჯგუფებს ერთი წუთი ჰქონდათ. ყველაზე მეტი, 19 ქულა მერვე დ კლასის წარმომადგენლებმა დააგროვეს.

 

გამარჯვებული კლასის გუნდს სერტიფიკატი გადაეცა. გარდა ამისა, 15 დეკემბერს ისინი ვაკის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.

 

„რა სად როდის“ აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის მდივნის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ნატალია რუხაძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page