top of page

პირველი ქალი პარლამენტარები - IX კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია

თანამედროვე განათლების აკადემიის IX კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ქალი პარლამენტარების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა მირანდორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ქრისტინე შარაშიძის, ანა სოლოღაშვილისა და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და თანაკლასელებს გაუზიარეს. პრეზენტაციების შემდეგ, დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა ქალთა უფლებებსა და მათ როლზე იმსჯელეს.


პრეზენტაცია და დისკუსია ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელის ნინო მიმინოშვილის ორგანიზებით მოეწყო.

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა და სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი. ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები. 1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში, სხვადასხვა პარტიის სახელით, კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს. ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

______________

bottom of page