top of page

პირველი რესპუბლიკის კვალდაკვალ

  • Writer: CEA
    CEA
  • Nov 3
  • 1 min read

ree

თანამედროვე განათლების აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბის) საგანმანათლებლო ტურში, რომელიც თბილისის ისტორიული ადგილების მონახულებასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვას მოიცავდა.


მოსწავლეებმა იმ ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლები და ადგილები დაათვალიერეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მოვლენებთან, 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან და საბჭოთა ოკუპაციის პროცესთანაა დაკავშირებული.


ტურის მიზანი იყო ისტორიის გაცოცხლება რეალურ სივრცეში, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება. მოზარდებმა პრაქტიკაში ის თემები განიხილეს, რომელთაც მომავალში საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლასა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე გააგრძელებენ.


მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ისტორიისა და დემოკრატიული ღირებულებების უკეთ გააზრებას, აჩენს ინტერესს საზოგადოებრივი პროცესებისადმი და ამყარებს მოსწავლეებში მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page