„პატარა პინგვინების“ საახალწლო ღონისძიება
- CEA

- Jan 22
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის ჯგუფის „პატარა პინგვინების“ აღსაზრდელებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. ბავშვები ზეიმისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ და თოვლის პაპა მოიწვიეს, რათა მისთვის თავი მოეწონებინათ.
პატარებმა საშობაო სიმღერები და თემატური ცეკვები შეასრულეს, რომელთა მომზადებაზეც მასწავლებლებმა, ინგა ყაველაშვილმა და მაია მეგრელიშვილმა იმუშავეს.
ღონისძიების ბოლოს პატარებს თოვლის პაპამ საჩუქრები დაურიგა.
საახალწლო აქტივობისთვის „პატარა პინგვინები“ აღმზრდელებმა, ქრისტინე ქავჯარაძემ და მარიამ სახვაძემ მოამზადეს.


Comments