top of page

„ომი ხელოვნებაში“ - CEA-ს მეექვსეკლასელების პრეზენტაცია

თანამედროვე განათლების აკადემიაში მეექვსე ა კლასის მოსწავლეებმა თემაზე: „ომი ხელოვნებაში“ პრეზენტაცია გამართეს. ბავშვებმა პიკასოსა და ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევრებზე ჩანახატები მოამზადეს და აუდიტორიას ომის მიმართ მხატვრების მიერ გამოხატულ პროტესტზე ესაუბრნენ. მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს ეკრანზეც.


მეექვსეკლასელები მხატვრების ნამუშევრებს ხელოვნების გაკვეთილზე გაეცნენ, სადაც შეეხნენ ომის თემასაც. ორი მსოფლიო ომის შედეგები არაერთმა მხატვარმა ასახა საკუთარ შემოქმედებაში. ისინი ამ გზით აკრიტიკებდნენ მთავრობის მიდგომებს, რაც ხშირად მათი ნამუშევრების გამოფენის აკრძალვის მიზეზი ხდებოდა.

 

პრეზენტაცია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ელენე თევზაძის ინიციატივითა და მეექვსე ა კლასის ტუტორის ფატი გვაზავას მხარდაჭერით ჩატარდა.

______________

bottom of page