ნიკოლოზ ტოგონიძე უმაღლეს განათლებას უნგრეთში მიიღებს
- CEA

- 2 days ago
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეთა წარმატებების სერია გრძელდება! XII კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ტოგონიძე, უნგრეთის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Magyar Testnevelési és Sporttudományi Egyetem) სტუდენტი გახდა.
ეს უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში სპორტული განათლების მთავარი ცენტრია, რომელიც მდიდარი ოლიმპიური ტრადიციებითა და ძლიერი მეცნიერული ბაზით გამოირჩევა. ნიკოლოზმა სპორტული მენეჯმენტის მიმართულება აირჩია, რაც მას საშუალებას მისცემს, ეს ინდუსტრია ფუნდამენტურ, მეცნიერულ დონეზე შეისწავლოს და დარგის მაღალი კლასის პროფესიონალი გახდეს.
ამ ეტაპზე ელოდება დადასტურებას სტიპენდიაზე, რომელიც სწავლის საფასურთან ერთად, საცხოვრებელ ხარჯებსაც დაფარავს.
ჩარიცხვისთვის საჭირო პროცედურების გავლაში მას აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი, გიორგი კვიკვინია დაეხმარა.
ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გვჯერა, რომ ის საკუთარ სიტყვას იტყვის საერთაშორისო სპორტულ ინდუსტრიაში და მრავალჯერ ასახელებს ჩვენს აკადემიას.


Comments