top of page

ნატალია ჩიკვაიძე Mind Up Olympiad 2025-ის ფინალში!

  • Writer: CEA
    CEA
  • 11 minutes ago
  • 1 min read

ree

თანამედროვე განათლების აკადემიის V კლასის მოსწავლე ნატალია ჩიკვაიძე ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის - Mind Up Olympiad 2025-ის ფინალში მოხვდა!


ინგლისურენოვანი ოლიმპიადის ფინალისტის სტატუსი ნატალიამ 31 საუკეთესო მოსწავლესთან ერთად მოიპოვა, რომლებიც სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ.


ფინალამდე მონაწილეებმა რამდენიმე ეტაპი წარმატებით გადალახეს. შეფასდა მათი სტანდარტული ენობრივი უნარები, როგორიცაა გრამატიკული სიზუსტე, ლექსიკური მრავალფეროვნება, შეკითხვებზე სწრაფი და შესაბამისი რეაგირება, დიალოგში ჩართულობა და კომუნიკაციის ბუნებრიობა, Speaking-ის ძირითადი კომპონენტები: fluency, accuracy, sentence formation, short responses.


განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასობით მონაწილეს შორის ჩვენი მოსწავლე ფინალისტად დასახელდა.


ვულოცავთ ნატალიას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ!

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page