top of page

ნაადრევი ქორწინების თემაზე იურისტ გოგა ხატიაშვილთან შეხვედრა გაიმართა


სამოქალაქო განათლების პროექტის “გენდერული მეინსტრინინგი” ფარგალებში, თანამედროვე განათლების აკადემიაში, იურისტ გოგა ხატიაშვილთან შეხვედრა გაიმართა. სტუმარი მაღალი კლასის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე ესაუბრა.


რა არის ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები, რა პრევენციის გზებია შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რა საკანონმდებლო ბაზა არსებობს და როგორ რეგულირდება სამართლებრივად აღნიშნული საკითხები - თემაზე იურისტმა აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გოგა ხატიაშვილმა თავის მიერ გამოცემული წიგნი გადასცა, რომელშიც ნაადრევი ქორწინების მსხვერპლ გოგონებზე რეალური ისტორიებია თავმოყრილი.


იურისტთან შეხვედრა აკადემიის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის შორენა ტაბატაძის ინიციატივით განხორციელდა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

bottom of page