top of page

მოსწავლეთა პირველი ონლაინ კონფერენცია!



მოსწავლეთა პირველი ონლაინ კონფერენცია „თანამედროვე განათლების აკადემიაში“.

2020 წლის 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე „თანამედროვე განათლების აკადემიაში“, სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, II - XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდება პირველი სასკოლო კონფერენცია.

კონფერენციის მიზანებია:

საკუთარი ნამუშევრების წარდგენის გზით მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა;

მოსწავლეებში ახალი ცოდნისა და იდეების გენერირებისა და ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა და წახალისება;

მშობლებთან თანამშრომლობის გაძლიერება;

მასწავლებელთა პროფესიული დიალოგის გაძლიერება.

კონფერენციაზე აკადემიელები წარმოადგენენ კვლევით ნამუშევრებსა და შემოქმედებით პროექტებს.

კონფერენციას დაესწრებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ასევე მოწვეული სტუმრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

_____________

bottom of page