მიხეილ კოპაძე სწავლას აშშ-ის უნივერსიტეტში აგრძელებს
- CEA
- Jul 2
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის კურსდამთავრებული მიხეილ კოპაძე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს. იგი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის Smeal College of Business-ში ჩაირიცხა, სადაც ფინანსების მიმართულებით ისწავლის. მან უნივერსიტეტისგან წლიური $35,000-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა.
აბიტურიენტობის პროცესში მიხეილმა აპლიკაცია 18 ამერიკულ უნივერსიტეტში გააგზავნა. დადებითი პასუხი 11 უნივერსიტეტისგან მიიღო და ყველა მათგანში სწავლის დაფინანსება მოიპოვა.
ვულოცავთ მიხეილს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს! ვამაყობთ და ვგულშემატკივრობთ მას ცხოვრების ახალ ეტაპზე!
Comments