top of page

მზეო-მარიამ გორგაძე ევროპის 11 უნივერსიტეტში ჩაირიცხა

  • Writer: CEA
    CEA
  • 15 hours ago
  • 1 min read

რეკორდული წარმატება თანამედროვე განათლების აკადემიაში - XII კლასის მოსწავლე, მზეო-მარიამ გორგაძე ევროპის 11 საუკეთესო უნივერსიტეტში ერთდროულად ჩაირიცხა.


აღსანიშნავია, რომ იგი, დამატებით არცერთ საგანში მომზადებულა - ეს არის მისი მრავალწლიანი შრომის, ნიჭისა და სკოლის მასწავლებლების მიერ გაწეული მუშაობის საუკეთესო დასტური.


ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამედროვე განათლების აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელს, გიორგი კვიკვინიას, რომელიც მზეო-მარიამს უნივერსიტეტების შერჩევისა და აპლიკაციების შევსების პროცესში დაეხმარა, ასევე, მაღალპროფესიულად მოამზადა ინგლისური ენის გამოცდისა და საერთაშორისო გასაუბრებებისთვის.


უნივერსიტეტები, სადაც მზეო-მარიამმა სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა:


• KU Leuven (ბელგია);

• SKEMA Business School (საფრანგეთი);

• Emlyon Business School (საფრანგეთი);

• University of Pécs (უნგრეთი);

• Masaryk University (ჩეხეთი);

• IE University (ესპანეთი);

• Esade (ესპანეთი);

• Vilnius University (ლიტვა);

• Constructor University (გერმანია);

• John Cabot University (იტალია);

• Modul University Vienna (ავსტრია).


მის მიერ მოპოვებული საუნივერსიტეტო გრანტების ჯამური ოდენობა, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს.

🇧🇪 მზეო-მარიამმა არჩევანი უკვე გააკეთა - იგი სწავლას ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, მსოფლიოს Top 40 უნივერსიტეტს შორის არსებულ, 600-წლიანი ისტორიის მქონე KU Leuven-ის ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.


ვულოცავთ მზეო-მარიამს და წარმატებებს ვუსურვებთ საგანმანათლებლო გზაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ იგი საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ გამარჯვებას მოიპოვებს.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page