top of page

მეორე კლასის მოსწავლეები სტუმრად "ანემონეში"

თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე ა კლასის მოსწავლეები მცენარეების მაღაზია-სალონ "ანემონე"-ს ესტუმრნენ. ბავშვები ნიადაგის ტიპებს გაეცნენ და მცენარეების მოვლა ისწავლეს.


 თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა ყვავილები ქოთნებში საკუთარი ხელით ჩარგეს.


 "ანემონე"-ში პატარების სტუმრობას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა ხატია ბექაურმა გაუწია. აქტივობა გაზაფხულის დადგომას მიეძღვნა.

______________

bottom of page