top of page

მეორე გ კლასის ვიზიტი სანერგეში "მწვანე სახლი"

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 10, 2024
  • 1 min read
ree

თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე გ კლასის მოსწავლეები სანერგე მეურნეობას ესტუმრნენ. “მწვანე სახლში” ბავშვებმა მცენარის აგებულება, თესლის სტრუქტურა და ნიადაგის ტიპები შეისწავლეს.


სანერგეს გიდმა პატარებს აუხსნა, თუ როგორ ხდება მცენარის გამრავლება, უჩვენა ხმელეთისა და წყლის მცენარეები, რის შემდეგაც მოსწავლეებმა გიდის შეკითხვებს უპასუხეს და ფოთლებისა და ღეროს აგებულება განასხვავეს.


გარდა ამისა, ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია კალმით გამრავლებაზეც, რის შემდეგაც ქოთნებში ყვავილები საკუთარი ხელით ჩარგეს და მისი მოვლის წესები შეისწავლეს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page