მეოთხეკლასელების მონაწილეობით, CEA-ში "მხიარული სტარტები" გაიმართა
- CEA

- Oct 13, 2023
- 1 min read
Updated: Oct 20, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიაში სპორტული აქტივობები გრძელდება. ამჯერად, მეოთხე ა და ბ კლასის მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები „მხიარულ სტარტებში“ გამოცადეს. ბავშვებმა რიგრიგობით ორი სხვადასხვა დავალება შეასრულეს, რა დროსაც სისწრაფე, მოქნილობა და გუნდურობა მნიშვნელოვანია. ორივე აქტივობაში, მცირე უპირატესობით, გამარჯვება მეოთხე ა კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
„მხიარულ სტარტებს“ ორგანიზება აკადემიის სპორტის მასწავლებელმა თიკო რიჟამაძემ გაუწია.
______________


Comments