მეოთხე ა კლასის გამოსაშვები ცერემონია
- CEA

- Jun 20, 2023
- 1 min read
Updated: Jun 22, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ა კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ცერემონია გამართეს. ბავშვებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, რის შემდეგაც კლასის დამრიგებლის, ინოლა გულუას მიმართვა მოისმინეს. მან ბავშვებს ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მომავალი წლიდან მათ კლასს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს ღონისძიებაზე შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ცერემონია, სიმბოლურად, ქუდების ჰაერში ასროლით დასრულდა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool


Comments