top of page

მეთერთმეტეკლასელები სტუმრად CEA-ს საბავშვო ბაღში


თანამედროვე განათლების აკადემიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ფრესქულის ჯგუფებს „ვარსკვლავებსა“ და „სმურფებს“ ესტუმრნენ. მარიამ ჯღარკავამ და ქეთევან თაყაიშვილმა პატარებს ქართულ და ინგლისურ ენებზე საინტერესო ზღაპრები წაუკითხეს.


ბავშვებმა მოსწავლეებს ყურადღებით მოუსმინეს და ზღაპრების დასრულების შემდეგ, მათ კითხვები დაუსვეს. მარიამმა და ქეთევანმა პატარებს საჩუქრად, გასაფერადებლები დაუტოვეს.

 

აქტივობა აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლის ანანო შანავას ინიციატივით განხორციელდა.

______________

bottom of page