top of page

მარჯანიშვილის თეატრმა აკადემიის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი დადგა


შემოქმედებითი ჯგუფი „5+2“ სკოლებში საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ცნობილი მსახიობები სპექტაკლებს მართავენ. თანამედროვე განათლების აკადემიაში, მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასმა, ო ჰენრის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ვიდრე ავტო გიცდის“ წარმოადგინა, რომელსაც მერვე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.


ღონისძიების მეორე ნაწილში კაკო ვაშალომიძის ბენდმა „დიქსი ლენდი“ მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა.


პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით იმართება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების საიუბილეო წლისთავს ეძღვნება. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #CEA #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

bottom of page