top of page

მაკნატუნა" - მეხუთეკლასელების საშობაო სპექტაკლი




თანამედროვე განათლების აკადემია IV ა და ბ კლასის მოსწავლეებმა საშობაო სპექტაკლი „მაკნატუნა“ წარმოადგინეს, რომელზეც მშობლები და აკადემიის თანამშრომლები მიიწვიეს. ბავშვებმა მარიას, ფრიცის, პრინცესას, მეფე-დედოფლის, მაკნატუნას, ნათლიის, თაგვებისა და სხვა პერსონაჟების როლები არაჩვეულებრივად შეასრულეს და მოჯადოებულ მაკნატუნას პირვანდელი სახის დაბრუნებაში დაეხმარნენ.



სპექტაკლი თითოეულმა კლასმა ცალ-ცალკე წარმოადგინა, რომელიც კლასის ხელმძღვანელების ნინელი ნეფარიძისა და ნატო მეფარიშვილის ინიციატივით, რეჟისორმა მაკა ჭუმბურიძემ დადგა.



თეატრალური წარმოდგენა მუსიკალურად აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ გააფორმა.

______________

bottom of page