top of page

ლელა რაზიკაშვილი სტუმრად CEA-ში

თანამედროვე განათლების აკადემიას ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი, ლელა რაზიკაშვილი ესტუმრა. მან მოსწავლეებს მწერლისა და პოეტის შესახებ საინტერესო ისტორიები უამბო. ასევე, უჩვენა დოკუმენტური ფილმი „რაზიკაშვილები“. შემდეგ კი მოსწავლეების კითხვებს უპასუხა, რომელიც მწერლის შემოქმედებას, ოჯახს, მის შეხედულებებსა და ინტერესებს შეეხებოდა.

 

შეხვედრის ბოლოს, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სტუმარს, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი, თავიანთი ნახატები უსახსოვრეს.

 

ლელა რაზიკაშვის ვიზიტი აკადემის ბიბლიოთეკარმა ნინო ჯაფარიძემ უზრუნველყო. შეხვედრის ორგანიზებაში მას დახმარება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გაუწიეს.

______________

bottom of page